ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ
ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, ყველაზე ცუდია, რომ სამედიცინო სფერო შეირჩა ბრძოლის ველად და ეს ბრძოლა ექიმების გამოყენებით მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი ექსპრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს.
„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გაჯანმრთელება, 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება, ამიტომ, იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მაგისტრანტი ლედი ხაჩიძე პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის...
„წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ – სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა
მსახიობებს გენიალურობას არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიჭი და შეუდარებლობა სძენს, არამედ პიროვნული შტრიხები და ხასიათი. სოფიკო ჭიაურელი კი, ასეთ ადამიანთა...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1923 წელს ვაკის პარკში დახვრეტილი კონსტანტინე აფხაზისა და 14 ოფიცრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება – “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის”, გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა არტილერიის გენერალ-მაიორის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად...
დავით ქაცარავა: ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს! – ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან მისი ცემის დეტალებს იხსენებს....
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ...