ირაკლი კობახიძე: უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება
უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს არის ერთ-ერთი მიზანი ამ ფეიკ-კამპანიის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათ უნდათ ქვეყანაში ვითარების არევა. ხედავენ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის პოსტზე, ამას ვერანაირად მოახერხებენ. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ არეულობის შემოტანის ერთადერთი რესურსი აქვს სწორედ სააკაშვილს. რაც შეეხება კადრებს, 3 სხვადასახვა შემთხვევა იყო, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები. თავიდან იყო ერთი ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. წამებას – უწყებას მოუწია იმ კადრების გასაჯაროება, რომელიც უკავშირდებოდა პატიმარ სააკაშვილის გადაყვანას ერთი საპატიმროდან მეორეში. მეორე შემთხვევა დაკავშირებული იყო შიმშილობასთან – იქაც იყო სრული ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს სააკაშვილი 60 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ჯერ მსოფლიო რეკორდია 60 დღე შიმშილობა, წარმოუდგენელია. აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გავრცელება, სადაც ჩანს, თუ როგორ იკვებება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, სასამართლოზე ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩართვა, რასაც მოჰყვა სპეკულაციების ახალი ტალღა. მანამდე იყო 400-დღიანი კამპანია – 400 დღე საუბრობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომ დღეს არა, ხვალ დაიღუპება სააკაშვილი. ვიღაცებს აჯერებენ, ამიტომ არის საჭირო პასუხი ასეთ კამპანიებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...