კახა კალაძე – სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა არის ფასეულობები, რასაც უსურვებენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენც ტრადიციულად, სწორედ ეს სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად
სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა, ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
მისივე თქმით, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, სიყვარულით სავსე წელი.
„მინდა, მივესალმო უცხოეთში მყოფ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების წელი, იქნება კიდევ უფრო სიცოცხლით სიყვარულით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები. რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზეიმოთ შობა ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის. დიახ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი იმედის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.
სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც ტრადიციულად სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ყველას მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო, თქვენ ოჯახებთან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....