ალექსანდრე რაქვიაშვილი: წარმოიდგინეთ, არჩევანი რომ იყოს ევროინტეგრაციის გზაზე გარანტირებული წარმატება და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა. ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აირჩევს ევროინტეგრაციას

Read Time:1 Minute, 20 Second

წარმოიდგინეთ, არჩევანი რომ იყოს ევროინტეგრაციის გზაზე გარანტირებული წარმატება და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა. ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აირჩევს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს, რაქვიაშვილმა აღნიშნა, იგი ჯერჯერობით არ ელოდება, რომ „პრეზიდენტი ამ სიტუაციაში ჩაერევა“.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიც ხედავს, რომ ეს მკაფიო პოლიტიკური პროცესია, რომელშიც მხარის დაკავება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. მართლაც ძალიან რთულია განასხვაო, სადაა რეალური პრობლემა და სად – პოლიტიკური მანიპულაცია. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ყველაფერს ცდილობენ, იგი გაათავისუფლონ, ეს გასაგებია და ამაში მათ ვერ გაამტყუნებ. ამაში ევროპარლამენტარების ჩართვა, ესეც გასაგებია, არაფერია მოულოდნელი და აუხსნელი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა რთულია, თუმცა პოლიტიკური გამოსავლის პოვნა აუცილებელია. მან ისაუბრა, თუ რა შეიძლება იყოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი.

„ცხადია „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება უნდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეს ცოტა აუხსნელი იქნება, რომ აიღონ და გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ისეთი შეთანხმება უნდა იყოს, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ შეძლოს აუხსნას თავის ამომრჩეველს, რატომ გააკეთა ეს. თუნდაც, წარმოიდგინეთ, არჩევანი იყოს ევროინტეგრაციის გზაზე გარანტირებული წარმატება და რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აირჩევს ევროინტეგრაციას და რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ იყოს. რომ აღმოჩნდეს, რომ სააკაშვილი ციხეში რჩება და ვიღაც ბედნიერია, შური იძია და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ ამის გამო კითხვები გაჩნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ ეს ძალიან ცოტა ადამიანის არჩევანი იქნება. ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, სურვილი აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა, რომელიც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო, განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიტო სამხარაძე “ნაციონალურ მოძრაობას”: როდესაც ჩვენ გაგინებთ, კიდეც გისრულებთ შეგინებას და არ იღლებით?
Next post კახა კალაძე – სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა არის ფასეულობები, რასაც უსურვებენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენც ტრადიციულად, სწორედ ეს სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად