გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული
ფეისბუქ-გვერდი „სინამდვილეში“ ავრცელებს ინფორმაცის, რომ გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.
„ტვ პირველი“ აგრძელებს ბინძური ტყუილების ტირაჟირებას და ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა!
სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა. მან შეასრულა პარტიული დავალება, მამუკა მდინარაძეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ანალოგიური შეურაცხყოფით უპასუხა. მდინარაძემ ზონდერ ფარცვანიას მიმოწერაში ასევე გადასცა, რომ მას უკვე შეეძლო აღნიშნული „სქრინები“ გადაეცა თავისი „პატრონებისათვის“! ასეც მოხდა – მეორე დღეს, ტელეკომპანია პირველმა ფარცვანიას მიერ მოწყობილი პროვოკაცია ბინძური ტყუილის ტირაჟირებისთვის გამოიყენა.
აღნიშნული პროვოკაციის „მეტი დამაჯერებლობისათვის“, ტელეკომპანია პირველმა მოიგონა გაუგონარი ტყუილი, თითქოს მამუკა მდინარაძემ ასევე შეაგინა ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას და მაყურებელს გაუგებარი, გაყალბებული „სქრინები“ აჩვენა, რომელზეც არანაირი მიმოწერა არ ჩანს!
რაც შეეხება პროვოკაციის მომწყობ გიორგი ფარცვანიას, ის არის ნაციონალური მოძრაობის ზონდერი და გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით.
„ტვ პირველისგან“ განსხვავებით, ვასაჯაროვებთ აღნიშნული მიმოწერის სრულ ვერსიას, სადაც ასევე ჩანს, რომ ზონდერი ფარცვანია ყველაზე ამაზრზენი შინაარსის მესიჯებს პარალელურ რეჟიმში შლიდა, თუმცა შეურაცხმყოფელი მესიჯები ამ მიმოწერაშიც რჩება“, – წერს ფეისბუქ-გვერდი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...