გიორგი გრიგოლია: მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი
მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
„ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება ინსულტიც, ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, რისთვისაც კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.
რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან, ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს [სასჯელის] გადავადება ან და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება. ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს. მე მაგალითად არ მგონია, რომ რაღაც ინოვაციური მეთოდები არსებობდეს და ექიმების ჩამოყვანაც არ არის ხოლმე საჭირო. აქ ხომ ოპერაცია არ არის გასაკეთებელი. რაიმე ინოვაციური მეთოდი თუ არსებობს მკურნალობის, დღეს ყველასთვის ყველაფერია ცნობილი, ამიტომ ამას ჩამოყვანა აღარ სჭირდება“, – დასძინა გიორგი გრიგოლიამ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ...
სალომე ზურაბიშვილი – დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, დოგმებითა და ბორკილებით, მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში
მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას, მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და...
ირაკლი კობახიძე – ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, –...
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს, დიდება საქართველოს
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, –...
ირაკლი კობახიძე – საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო
საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ...
ემანუელ მაკრონი – საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგის, სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში
საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წერილს აქვეყნებს. „საქართველომ თავად უნდა აირჩიოს...