ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი
როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა – ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს არის აგენტი, ყველა, ვინც ამას ამბობს არის ჩვეულებრივი აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში მშვიდობის დარღვევა უნდა და ამის უკან დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები.
„მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის მიმართ, რადგან ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო
პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება: "სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს...