ჩუღურეთის ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს.
საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზე იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა.
საკითხები სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
კერძოდ:
- ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა.
- ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.
- მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს რეჟისორისა და მხატვრის, რევაზ გაბრიაძის სახელი მიენიჭა.
- ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, გომარ სიხარულიძის სახელი მიენიჭა.
- ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭა.
- ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭა.
- დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლის და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.
- გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა.
- ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს საბერძნეთის სახელი მიენიჭა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...
რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა, რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? – იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის – მეუფე შიო
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ტაძრებში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და,...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას...
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...