პარასკევი, ივლისი 4, 2025

ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? – შესაბამისი გამოკითხვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინა-რუსეთის თემაზე სკანდალური ტვიტი გამოაქვეყნა.

მანამდე უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

„ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს – „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.სტატიაში, რომელიც მომზადდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.სტატიაში სახელწოდებით, „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნიკით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილება. მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – გაფრთხილება 5 ივლისის ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს

ბოლო სიახლეები