ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის – ინტელექტუალური კრიზისი
სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ, ერთ-ერთი მთავარი არის – ინტელექტუალური კრიზისი. მე ჩამოგითვალეთ ადამიანები, ესენი არიან: კეზერაშვილი, მელია, ხაბეიშვილი. პირველი არის, ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. ასეთ პირობებში უფრო მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც. ეს ერთი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას, წარსულის გარდა, აქვს სამი ძირითადი პრობლემა: ინტელექტის დეფიციტი, ოლიგარქიზაცია და არაფორმალური მმართველობა.
,,მეორე პრობლემა არის პარტიის ოლიგარქიზაცია, ანუ დღეს არის ორი მთავარი ოლიგარქი დიდი ფულით. ესენი არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ფულის გამოყენებით მართავენ იქ ვითარებას. მესამე პრობლემა არის, არაფორმალური მმართველობა. ფორმალური თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია. რეალურად, ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელის ბიჭია კეზერაშვილი, ისტორიულად როგორც იყო, მოლარე და ა.შ. ამას გარდა, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის მათი წარსული. ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები, სისხლიანი კრიმინალური წარსულის. მათ ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ისინი კლავდნენ და აუპატიურებდნენ, ათასი დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ ფეხზე დადგომა,’’ – განაცხადა კობახიძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...