ნათია მეზვრიშვილი: ცოტა ხანში რუსები ქართველების რაოდენობას გადააჭარბებს – უკონტროლო შემოდინება ჩვენ სუვერენიტეტს აყენებს რისკის წინაშე

Read Time:42 Second

ცოტა ხანში რუსები ქართველების რაოდენობას გადააჭარბებს – უკონტროლო შემოდინება ჩვენ სუვერენიტეტს აყენებს რისკის წინაშე, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“დღეს ქვეყანა დგას რამდენიმე განზომილებიანი საფრთხის წინაშე. ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება სერიოზული საფრთხე, სუვერენიტეტი დგას რისკის წინაშე. მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები და ასევე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეროვნული ღირსების საკითხია, როდესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ათი ათასობით რუსი უკონტროლოდ შემოდის.

მოქალაქეებმა რომ კარგად იცოდნენ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს 3 და 4 თვეში. დღეს შეიძლება საქართველოს მოქალაქემ გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღოს რუსების შემოსვლით, მაგრამ ხვალ ისინი საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის უმუშევრობაში გაუწევენ კონკურენციას. ხვალ, როდესაც ამ რუსებს რუსეთიდან გამოტანილი ფული ამოეწურებათ, კრიმინალის ზრდის საფრთხეა.

მასიურად შემოდიან რუსი ახლაგაზრდები, ეს იმ ფონზე, როდესაც ათი ათასობით ქართველი ტოვებს საქართველოს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ცოტა ხანში საქართველოში რუსები ქართველების რაოდენობას გადააჭარბებენ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის – ინტელექტუალური კრიზისი
Next post ირაკლი კობახიძე – ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ბევრი სხვა უბედურების გარდა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება