ირაკლი კობახიძე: დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ხალხის ძარცვით ნაშოვნი სისხლიანი ფული
დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და თავიდან ბოლომდე აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. ანუ მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი. თავდაცვის მინისტრი იყო და ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ნაძარცვი ფულით. ახლა ცდილობს, პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინული კანონის მიხედვით, კეზერაშვილი ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რადგან საქართველო არის კულტურული ქვეყანა, კეზერაშვილი ამ ქვეყანას არ შეეფერება.
,,დღეს წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ნაძარცვი ფული, პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და პირდაპირ ერევა მედიაში. პირდაპირ თქვა ვაფინანსებ ამ ხალხსო. ანუ, აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას. ეს არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ აიღოთ, ეს არის ოლიგარქის პირდაპირი განმარტება. მას აქვს ნაძარცვი ფული, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამ ფულის ინვესტირებას ახდენს ახლა პოლიტიკაში და მედიაში იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ეს პირდაპირ თქვა ამ წერილში. პირდაპირ, ბრიყვულად მოუვიდა ეს, მაგრამ აღარა, რომ ის არის ოლიგარქი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის საჭირო დეოლიგარქიზაცია და ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ არავითარ გავლენას, ელემენტარულ გავლენასაც კი ქართულ პოლიტიკაზე და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ კულტურული ქვეყანა და კეზერაშვილი ჩვენს ქვეყანას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,’’ – განაცხადა კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...