ირაკლი კობახიძე: საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია

Read Time:1 Minute, 6 Second

საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია – საკმაოდ დიდია შემთხვევების რაოდენობა, რაც მოქალაქეების უკან გაბრუნებას უკავშირდება , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა ქართველია.

„ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა. ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება მაქსიმუმ 20 ათასი კაცი იყოს. საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია. ცარიელი სპეკულაციაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ 3-ჯერ სცადა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კამპანიის აგორება და მღელვარების გამოწვევა, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა“.

„3-ჯერ სცადეს კამპანია აეგორებინათ და საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ. ჯერ მარტში ამბობდნენ, რუსებმა თურმე წალეკეს საქართველო – აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა; შემდეგ აგვისტოში აწიეს კამპანია, როდესაც გახურებული ტურისტული სეზონი იყო – იქაც აღმოჩნდა რომ არაფერი; ახლა მესამე კამპანია აწიეს და ეს ყველაფერიც რამდენიმე დღეში დასრულდება. მობილიზაციის პროცესი რუსეთში სრულდება და თვითონ გახსნეს ლარსთან და ჩრდილო ოსეთში მობილიზაციის პუნქტები. რამდენიმედღიანი თემაა და ჩაიფუშება. ცდილობენ, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, ხელისუფლების გაკრიტიკებისთვის საბაბი მოძებნონ. სინამდვილეში არც მარტში იყო არავითარი პრობლემა და დადასტურდა 6 თვის თავზე, არც აგვისტოში იყო არავითარი პრობლემა და 2 თვეში დადასტურდა. დღესაც არაა არავითარი პრობლემა. ყველა სახელმწიფო უწყებას ვითარებაზე სრული კონტროლი აქვს. სტატისტიკაც კონტროლდება და საზღვარზეც მიმდინარეობს ინდივიდუალური კონტროლი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს
Next post ირაკლი კობახიძე: დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ხალხის ძარცვით ნაშოვნი სისხლიანი ფული