შალვა ნათელაშვილი – 30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ
30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, – წერს სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, სწორედ ეს ორგანიზაციები უწყობენ ხელს ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში.
„დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკული ე.წ. აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან. განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ – 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი, მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ. დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ, სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე, მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთან ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ. აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთდამთხრელი გახარიას პარტიას. ვაი, სირცხვილო. სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლობს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები და რომლის შეტევებისგან ბოლოს მაინც ჩვენი დასაცავი ხდებით. აი, ასე ნადგურდება ქვეყნის მომავალი და ამგვარად იფლანგება მეგობარი ამერიკელი ხალხისგან აკრეფილი გადასახადები განკუთვნილი ჩვენს დასახმარებლად“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...