გოგა ხაინდრავა: ის ხალხი, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს
ყველა ჩვენგანისთვის ერთია უკრაინა და უკრაინელი ხალხი და ის ტრაგედია, რომლის მოწმენიც ვართ ჩვენ და მეორეა მისი ხელისუფლება. ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ მათ პასუხის გაცემა. ეს კითხვები იქნება უკრაინელი ხალხისგან და არა ჩვენგან, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ხალხი, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს.
„ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, წარმოუდგენელია. ზეიმობენ უკრაინის წარმატებას. როგორ შეიძლება დღეს გონზე მყოფი ადამიანი, ან ის, ვისაც ოდნავ მაინც გრძნობა გააჩნია უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, ზეიმობდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება?! ეს არის უმძიმესი ტრაგედია. უდიდესი განსაცდელი. ეს არის დანგრეული ქვეყანა, 5 მილიონზე მეტი ლტოლვილი, მიწასთან გასწორებული ქალაქები. რა გაზეიმებთ?! მაგრამ ეს ის ხალხია, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს. საქართველოს წარმატება რა იყო 2008 წლის აგვისტოში, დღესაც ვიმკით ამ უბედურებას. მოჭრილია საქართველოს ნაწილი, წაღებულია კოდორი, რომელიც არასდროს არ ყოფილა არავისი საქართველოს გარდა და დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იქ ყოფნის, იგივე ხდება ცხინვალის რეგიონში და ეს იზეიმეს, გულწრფელად იზეიმეს. ეს კადრები არსებობს, შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ. დღესაც ზეიმობენ და მთელი დღე ჟივილ-ხივილია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...