გოგა ხაინდრავა: სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა სასამართლოზე, რომ უნდა ჩამოვახრჩოთ ეს მთავრობა და ჩამოვაგდოთო

Read Time:47 Second

სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა და ყველამ მოვისმინეთ სასამართლოზე მისი განცხადება იმის შესახებ, რომ უნდა ჩამოვახრჩოთ ეს მთავრობა და ჩამოვაგდოთო. ეს ხომ ყველაფერი გაცხადებულია და მეტი რაღა უნდა მოხდეს?! ამათ რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ იარაღის აღების, ადგილზე დაგვხვრეტდნენ, არ აქვთ ამის შესაძლებლობა, თუმცა სიტყვიერად ამას აკეთებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისმა ფსევდო დემოკრატიის ერა დაასრულა, ისევე, როგორც ფსევდო ლიბერალიზმი.

„ფსევდო დემოკრატიის თამაშს თავი უნდა დავანებოთ, ეს მსოფლიო ლიბერალიზმი დამთავრდა, ისევე, როგორც ჩემი აზრით, დემოკრატია. მესამე მსოფლიო ომის დასაწყისმა ფსევდო დემოკრატიის ერა დაასრულა, ისევე, როგორც ფსევდო ლიბერალიზმის. ამან მოიტანა ის შედეგი, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ამიტომ დღეს უფრო პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ რაც ჩვენ გარშემო ხდება იმას და პირველ რიგში იმას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ჩემი მოთხოვნაა და ალბათ, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების დიდ უმრავლესობას წარმოვადგენ, უნდა დაიწყოს გამოძიება და ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი საქართველოს მოსახლეობისა და ქართული კანონმდებლობის წინაშე იმ მცდელობის გამო, რაც საქართველოს ჩამოშლასა და ომში ჩართვას გულისხმობდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: ის ხალხი, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს
Next post პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო