გოგა ხაინდრავა: ის ხალხი, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს

Read Time:56 Second

ყველა ჩვენგანისთვის ერთია უკრაინა და უკრაინელი ხალხი და ის ტრაგედია, რომლის მოწმენიც ვართ ჩვენ და მეორეა მისი ხელისუფლება. ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ მათ პასუხის გაცემა. ეს კითხვები იქნება უკრაინელი ხალხისგან და არა ჩვენგან, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ხალხი, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს.

„ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, წარმოუდგენელია. ზეიმობენ უკრაინის წარმატებას. როგორ შეიძლება დღეს გონზე მყოფი ადამიანი, ან ის, ვისაც ოდნავ მაინც გრძნობა გააჩნია უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, ზეიმობდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება?! ეს არის უმძიმესი ტრაგედია. უდიდესი განსაცდელი. ეს არის დანგრეული ქვეყანა, 5 მილიონზე მეტი ლტოლვილი, მიწასთან გასწორებული ქალაქები. რა გაზეიმებთ?! მაგრამ ეს ის ხალხია, რომელმაც 12 აგვისტოს საქართველოს წარმატება იზეიმა, დღეს უკრაინის წარმატებას ზეიმობს. საქართველოს წარმატება რა იყო 2008 წლის აგვისტოში, დღესაც ვიმკით ამ უბედურებას. მოჭრილია საქართველოს ნაწილი, წაღებულია კოდორი, რომელიც არასდროს არ ყოფილა არავისი საქართველოს გარდა და დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იქ ყოფნის, იგივე ხდება ცხინვალის რეგიონში და ეს იზეიმეს, გულწრფელად იზეიმეს. ეს კადრები არსებობს, შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ. დღესაც ზეიმობენ და მთელი დღე ჟივილ-ხივილია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი: დაკავების შემდეგ დაახლოებით 600-მდე ადამიანმა მოინახულა სააკაშვილი, სად არის აქ არასათანადო მოპყრობა
Next post გოგა ხაინდრავა: სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა სასამართლოზე, რომ უნდა ჩამოვახრჩოთ ეს მთავრობა და ჩამოვაგდოთო