გია ცაგარეიშვილი: სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ
სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სააკაშვილს არაადამიანურად არავინ ეპყრობა. დაკავების შემდეგ დაახლოებით 600-მდე ადამიანმა მოინახულა ის. სად არის აქ არასათანადო მოპყრობა. მე მახსოვს ქართული ციხე, რომელიც გმინავდა უსამართლობისგან, მახსოვს დალეწილი, ნაწამები ხალხი, გაუპატიურებული ადამიანები, ძალიან ბევრი საზარელი ფაქტის მოტანა შემიძლია. სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, სად იყო, როდესაც „იმედში“ შემოვარდნენ. მაშინ პოლონეთის სეიმის წევრი იყო მგონი.
თავი რომ დავანებოთ ყველა სხვა ევროპარლამენტარს, სად იყო ეს ქალბატონი. იმ 9 წლის მანძილზე ერთი ვიზიტი მაინც განუხორციელებია მას რომელიმე საპატიმროში? კარანტინში 90 კაცი რომ ჰყავდათ შეტენილი 3 თვით და ხელის გულები რომ ჰქონდა ხალხს დახეთქილი ჭიებით, სად იყო ეს ფოტიგა?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო
პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება: "სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს...
პრემიერი: რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში
რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ...
პრემიერი: მადლობა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და მინდა ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ...
პრემიერი: სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს
თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის...
პრემიერი: მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი – ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი...
გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ
"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის,...