მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მეხუთე კოლონის განმარტება იდენტურია

Read Time:38 Second

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მეხუთე კოლონის განმარტება იდენტურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ დამალოს რეზოლუციის პუნქტები და საერთოდ არ ახსენებს პუნქტს სადაც 7 აგვისტოა მოხსენიებული ომის დაწყების თარიღად და ამ 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, ამას რომ მხარი დაუჭირეს, ეს ხალხი არასოდეს აღიარებს იმას, რასაც რეალურად აკეთებენ. ამათთან წაიკითხე მგლის თავზე სახარება, აზრი არ აქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი ის იყო, რომ არც ერთ ადამიანს, რომელმაც დღეს ჩემი პოსტი წაიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტიდან ამოღებული მქონდა მხოლოდ „მეხუთე კოლონა“ დანარჩენი დატოვებული იყო სიტყვა-სიტყვით. არც ერთ ადამიანს არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ აქ საუბარი იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმდენად იდენტურია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მეხუთე კოლონის განმარტება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო
Next post გია ცაგარეიშვილი: სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ