გია ცაგარეიშვილი: სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ

Read Time:37 Second

სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სააკაშვილს არაადამიანურად არავინ ეპყრობა. დაკავების შემდეგ დაახლოებით 600-მდე ადამიანმა მოინახულა ის. სად არის აქ არასათანადო მოპყრობა. მე მახსოვს ქართული ციხე, რომელიც გმინავდა უსამართლობისგან, მახსოვს დალეწილი, ნაწამები ხალხი, გაუპატიურებული ადამიანები, ძალიან ბევრი საზარელი ფაქტის მოტანა შემიძლია. სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, სად იყო, როდესაც „იმედში“ შემოვარდნენ. მაშინ პოლონეთის სეიმის წევრი იყო მგონი.

თავი რომ დავანებოთ ყველა სხვა ევროპარლამენტარს, სად იყო ეს ქალბატონი. იმ 9 წლის მანძილზე ერთი ვიზიტი მაინც განუხორციელებია მას რომელიმე საპატიმროში? კარანტინში 90 კაცი რომ ჰყავდათ შეტენილი 3 თვით და ხელის გულები რომ ჰქონდა ხალხს დახეთქილი ჭიებით, სად იყო ეს ფოტიგა?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მეხუთე კოლონის განმარტება იდენტურია
Next post ჯონ კირბი – რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია