აშშ-ის საელჩო: ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს
აშშ-ის საელჩო აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – გაძლიერება, ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით საქართველოს ეკონომიკის გაზრდა – გამრავალფეროვნება, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება, რამაც ქვეყანა ტერიტორიების უკეთ დასაცავად მოამზადა.
აშშ – საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულება მთელ საქართველოში გვხვდება. ამ თანამშრომლობის ნიშანია 100 სკოლა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეშვეობით. ეს პარტნიორობა აღბეჭდილია ათასობით ამერიკელისა და ქართველი სამხედროს გულში, რომლებმაც ერთად ისწავლეს და იმსახურეს ნატოს სხვადასხვა საომარი მოქმედებების თეატრში. ამ მეგობრობას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებში, რომლებმაც ერთად იმუშავეს C ჰეპატიტის დასამარცხებლად და რომლებიც კვლავ ებრძვიან COVID-ს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...