დღეს მსოფლიოს ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის, „დედამიწის საათი“-ს ფარგლებში დღეს, ისევე როგორც ყოველ წელს ამ დროს, მილიონობით ადამიანი აქრობს სინათლეს ერთი საათით. ასევე, მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და სხვადასხვა ორგანიზაციები. ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავს მიზნად.
ამ დღეს ყოველწლიურად, ერთი საათით მსოფლიოს გარშემო იკრიბება მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება.
წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.
„დედამიწის საათი“ დღეს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. აპლიკაციის მომხმარებლები მალე ერთმანეთისთვის HD ხარისხის ფოტოების გაგზავნას შეძლებენ. გარდა ამისა, მალე შესაძლებელი იქნება აპლიკაციაში ერთჯერადი...
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო...
ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს
„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება...
Comcom ანალიტიკა – სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
Comcom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული...
მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის რვა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა...
საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი საავტორო და მომიჯნავე...