ირაკლი ღარიბაშვილი – აგვისტოს ომის შემდეგ სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა
მინდა, სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.
„მე აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი კიდევ ერთხელ, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა, სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ. შედეგად, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი ციხეებში ჩასმა დროებით. სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის, თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რისკებს და რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...