ჟირინოვსკის პარტია რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის
ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტია მზადაა, განსახილველად წარადგინოს ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ უმძიმესი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ, განაცხადა პარტიულმა ფრაქციამ სახელმწიფო სათათბიროში. ამის შესახებ interfax წერს.
„ეს საკითხი ბუნდოვანია და ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება დაიწყოს რეფერენდუმი სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ ყველაზე მძიმე და საზოგადოების მიერ დაგმობილი დანაშაულებისთვის, მაგალითად, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი კორუფციისთვის, ბავშვების გაუპატიურებისთვის, მკვლელობისთვის“, – ნათქვამია პარტია ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ საკითხის განხილვა განაპირობა რუსეთის ევროსაბჭოდან გამოძევებამ.
„რუსეთი ტოვებს ევროსაბჭოს, რაც ნიშნავს, რომ ის გვხსნის ჩვენთვის უცხო ღირებულებებისა და წესების ბორკილებს. ერთ-ერთი მათგანია სიკვდილით დასჯის აკრძალვა, რომელიც გამოიყენება ყველგან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ: შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში და სხვა 47 სახელმწიფოში“, – აღნიშნავს ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქცია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...