რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“
„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა. რატი ბრეგაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას და აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე; ვისაუბრეთ იმ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გავაფორმეთ და რომელიც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოვთქვით იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი თავის წვლილს შეიტანს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაჯანში დღეს დაიწყო. მან უკვე გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრათ მამადოვთან, რომლის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამსახურისა და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევსაც შეხვდება; ხვალ კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალთა და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...