მამუკა მდინარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: ამბობენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღესო, აბა რა გადაწვეტილებას მივიღებდით, ეკონომიკურს?
ამბობენ [ოპოზიცია] პოლიტკური გადაწყვეტილება მიიღესო, აბა რა გადაწვეტილებას მივიღებდით, ეკონომიკურს? პარლამენტმა როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღოს?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კონსტიტუციაში წერია რაღაც, რაც სამართლებრივი საფუძველია კონკრეტული ადამიანის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტაზე რომ ისაუბროს და ეს თემა პარლამენტმა განიხილოს. დღეს, ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში ატრიალეს სიტყვები – „ნასამართლევი ხომ არ არის“, „ცნობასაც არ მისცემენ“ -ო, ეს ყველაფერი ცალკე აღებული მართალია. ნასამართლევად არ ითვლება პირი, რომელსაც ხანდაზმულობის გამო ასეთი პრეცედენტი დაუდგა, რომელიც დამნაშავედ ცნეს, მაგრამ კონსტიტუციაში ამ დროს მათთვის საუბედუროდ, ახლა წერია – თუ მის მიმართ გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ის არის დამნაშავედ ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ
"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის,...
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე...
ლევან მაჭავარიანი: რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან? გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება,...
გრეტა წიწავა: ადრე ვიცოდით ამაზრზენი „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა...
ირმა ზავრადაშვილი: ათი ათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, „მთავარი არხის“ თქმით, ასი ათასი გახდა, ხოდა, „ხალხის მდინარეები“ ერთ ადგილზე რომ მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე
„ეს „ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა-ზე“,-...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ – ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა
ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...