თეა წულუკიანი – საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასეთი ოპოზიციის პირობებში, არის ფარსი, დროა, ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები
წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპარლამენტო კომისიებს ოპოზიცია იყენებს უფრო გარკვეული სპექტაკლებისთვის, რაღაც ტიპის განცხადებებისთვის და დღემდე რა კომისიებიც შექმნილა, არასდროს არ ჰქონიათ არგუმენტები, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ დროს ყოველთვის მახსენდება, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში ოპოზიციის მიერ შექმნილმა და მათ მიერ დაკომპლექტებულმა საგამოძიებო კომისიამ დამიბარა, ეს იყო სამ წუთიანი გამოკითხვა. მათ კითხვებიც კი არ ჰქონდათ დაბარებულ მინისტრთან. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია არ იქნება სერიოზული სახით წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მე პირადად, როგორც ერთი პოლიტიკაში ჩაბმული პირი, ვფიქრობ, რომ ყველანაირი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ასეთი ოპოზიციის პირობებში არის ჩვეულებრივი ფარსი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უკვე საკმარისია.
„მგონია, რომ უკვე საკმარისია მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. ალბათ, უკვე დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მიხეილ სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები. ის არის პატიმარი. პატიმარს აქვს თავისი უფლებები. შეიძლება, ჰქონდეს რთული მომენტებიც, რაც თავისუფლებაზე მყოფი ადამიანისთვის ხანდახან გაუგებარიც შეიძლება იყოს. მისი უფლებები არის დაცული, რაც ყველაზე მთავარია. ის არის ჯანმრთელად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დანარჩენს, რა თქმა უნდა, იტყვის დამოუკიდებელი სასამართლო. ის ჩემთვის პირადად არავითარ პოლიტიკურ და არანაირ სხვა ტიპის ინტერესს არ წარმოადგენს“,- აღნიშნა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...