ოთხშაბათი, სექტემბერი 2, 2026

დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს სალომე ზანდუკელი

სალომე ზანდუკელი, 22 წლის, თბილისი

რა მოხდა ქუჩაში

„ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე ფეხით ჩამოვიდოდი, მითუმეტეს შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.

სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა – სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, ხოლო მეორე – დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.

დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.

წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ გავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ რა და როგორ მოხდა-მეთქი.

ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო – ვუყვიროდი.

ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.

საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რომელიც დღემდე სახლში მაქვს, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო.

სასამართლო

როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს 15 წლის ბიჭი მათხოვარი იყო, მეორე ასაკით უფროს კაცს კი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა.

უფროსი ბოლომდე არ აღიარებდა, რომ გამაუპატიურა და მას მხარს მისი ქალი ადვოკატიც უჭერდა, რომელსაც არანაირი სოლიდარობა და სენსიტიურობა არ გამოუჩენია ამ ამბის მიმართ, არასრულწლოვან ბიჭზე სრული უმწეობისა და საცოდაობის განცდა მქონდა, რადგან წერა-კითხვა, საკუთარი დაბადების თარიღი არ იცოდა. საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. ხელმოწერის ადგილას ჯვრებს სვამდა. მასთან როგორ უნდა მეკამათა საერთოდ. ვფიქრობ, დასჯასთან ერთად სხვა პრევენციის საშუალებებიც უნდა არსებობდეს. იჯდება 6 წელი ციხეში, გამოვა და მერე რა მოხდება? იქნებ, შურისძიება გადაწვიტოს? და თუ ასე მოხდა, სად უნდა დავემალო?

სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. ასევე გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ. პროცესებზე დასწრება სულ მინდოდა, მაგრამ არავინ მაფრთხილებდა ხოლმე, როდის იმართებოდა, დრო თუ იცვლებოდა და ა.შ.

არასრულწლოვნის პროცესზე არ შემიშვეს, დახურული სხდომა იყო, თურმე. იმ უფროსი კაცის ოჯახმა კი შემომითვალა, საჩივარი გამოიტანე და ცოლად მოგიყვანსო.
როდესაც სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ამ ტიპს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ცოლი შენობაში დამედევნა და თმებში მწვდა, ცემა დამიწყო.

ორსულობა

ერთი თვის თავზე მადა, მგრძნობელობა მომემატა. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს საერთოდ შოკისმომგვრელი იყო. ბავშვის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ რომც მეფიქრა, გარშემომყოფებისგან იმხელა წნეხი მოდიოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი. მახსოვს, ახლობელი, ასაკით დიდი ქალი, მელაპარაკებოდა და მკითხა: რა გინდა, ნაბიჭვარი უნდა გაზარდოო?

აბორტი გავიკეთე. ყველაფერს ის ფაქტიც აფუჭებდა, რომ ჩემი ყველა ბარათი, სადაც თანხა მქონდა დარიცხული, პოლიციაში იყო. ფაქტობრივად ისეთი დღეებიც ყოფილა, რომ სახლში საჭმელიც არ გვქონია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელიც ფულით დამეხმარა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გაუპატიურებით დაზარალებულებს, აბორტის შემთხვევაში, თანხით უნდა ეხმარებოდეს.

მახსოვს, ჩემი ამბავი სტატუსად დავწერე ფეისბუქზე, რადგან ამაზე ლაპარაკი მჭირდებოდა. ვფიქრობ, ქალები ასეთ ისტორიებს არ უნდა მალავდნენ და მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ მსგავსი ამბების შესახებ. სტატუსი “ჟურნალისტმა” ირაკლი მამალაძემ ნახა ფეისბუქზე და ჩემი ისტორია, მაინც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში გამოქვეყნებაზე უარს ვუცხადებდი. სტატიას ფოტო ედო, რომელზეც სიბნელეში მჯდარი, თავჩაქინდრული გოგო იყო გამოსახული. ირაკლი მამალაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლე და 6 მუხლიდან 5-ში მოვუგე.

დედა

როდესაც ეს ამბები მოხდა, მე და დედა ვცხოვრობდით მარტო სახლში. დედას 5 წელი ალცჰაიმერი სჭირდა. სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, სულ კონფლიქტი გვქონდა, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, მე კი ვერ ვხვდებოდით თავიდან რა იყო ეს.

ტელევიზორის წინ გავლა არ შეიძლებოდა, რადგან ტელევიზორიდან გვიყურებდნენ. სურათები ელაპარაკებოდნენ, მამას დაწერილი ხატები კი რაღაცებს პარავდნენ.

ხშირად, საათობით სარკეში ელაპარაკობდა საკუთარ თავს. ერთხელ, მეზობელთან წყალი ჩაუშვა, მე ამ დროს არ ვიყავი სახლში, ჩემი არყოფნისას კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. სწორედ იქ გავიგე, რომ ალცჰაიმერი ჰქონდა.
დროთა განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო ალოგიკური გახდა მისი ქცევები, თუმცა მისი სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა, რადგან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებდა, საკუთარი ხასიათის თვისებები სულ დაკარგა, თუმცა უფრო გულუბრყვილო და საყვარელი გახდა.

იმ ღამეს, როდესაც გამაუპატიურეს, სახლში მივედი, აბაზანაში შევედი, ვიბანდი. დედა შემოვიდა და ნახა, სულ სისხლჩაქცევები და დალურჯებები რომ მქონდა. მკითხა რა მოხდაო. მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. დიდხანს იტირა, ერთ საათში კი თავიდან მკითხა: რა მოგივიდა, ქუჩაში ჰო არ დაეციო.

დედა ცოტახნის წინ კომაში ჩავარდა და ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. ერთი კვირის წინ კი გარდაიცვალა.

ხალხი

ის, რაც თავს გადამხდა, არ დამიმალავს. ყველას მოვუყევი რაც მოხდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც ძალიან ბევრი ქალისგან მოვისმინე ჩუმად ნათქვამი იგივე ამბები. ქალებისგან, რომლებმაც მაშინ დუმილი ამჯობინეს, ან მოძალადეზე დააქორწინეს. ისეთ ადამიანებზე გავიგე, რომ მსგავსი ჰქონდათ გამოვლილი, ვისზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო: მეგობრები სულ გვერდში მყავდნენ, მოდიოდნენ და ისე ხდებოდა, რომ სულ ისინი ტიროდნენ ჩემს ამბავზე, მე კი ვამშვიდებდი. სამსახურშიც დავდიოდი, სადაც არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს და მოვალეობის განცდამ ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა. იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელმაც მითხრა, შენს ადგილას თავს მოვიკლავდიო. ეს ალბათ ყველაზე საშინელი გადასატანი იყო ჩემთვის. ამას ისიც დაემატა, რომ დამადანაშაულა, ჰო გაფრთხილებდი პნევმატური იარაღი გეყიდა და იმით გევლო, თავს მაინც დაიცავდიო. ზოგი ახლობელი მეუბნებოდა, არავის უთხრა ეს ამბავი, თავს ნუ გაიუბედურებო. ამის მთქმელებს ძალიან გაბრაზებული ვუღრიალებდი, როგორ მიბედავთ ამის თქმას საერთოდთქო. საოცარია, კიდევ აქეთ უნდა იდანაშაულებდე თურმე თავს და კიდევ აქეთ უნდა გრცხვენოდეს. რა გამოდის, რომ ისევ მე ვარ დამნაშავე? კულტურასა და ლიტერატურაშიც გაუპატიურებულ ქალს ნამუსახდილს უწოდებენ, თითქოს კიდევ შენ არ გაქვს ნამუსი და არა მოძალადეს. არც ამ ამბის შემდეგ რეალიზებული ქალის მოდელი არსებობს. ყველა მათგანი ან თავს იკლავს ან ცხოვრება ენგრევა. არადა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება გააგრძელო, იბრძოლო და გადარჩე. ბრძოლა ბევრი და ხანგრძლივი იყო. დეპრესიასთან, უძილობასთან, საშინელ სიზმრებთან გამკლავება დღემდე მიწევს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსხვერპლი კი არა, გადარჩენილი ვარ.“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს – ადამიანმა რომ თავი მოიკლა, დადასტურებულია და არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს – ვფიქრობ,...

აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა - ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.მისივე თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იბრძვის იმ მეთოდით, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გააჩნია.ვოლსკი აღნიშნავს, რომ აბსურდია, თითქოს, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ როგორმე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს.„რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი - ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე - ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი - არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება.არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს - პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".

ალექსანდრე თამაზაშვილი – მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა – უამრავი ბინძური...

მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა - უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა“.„ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“. ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა, შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში, ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით. ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა, რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა: „მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული“. და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა. მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო. ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა. ესეც ხდება. თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა. წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული, უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა, თუმცა ვერ შევძელით“,- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს – რაც შეეხება დაანონსებულ ბრძოლას, საკუთარი თავის და ოჯახის დაცვას გულისხმობდა

განცხადებაში ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი, რა და როგორ, დამატებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.მან ყოფილი პრემიერი მას შემდეგ მოინახულა, რაც მასთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იმყოფებოდა.მმართველი გუნდის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი, „ნაცმოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ, თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მთელი თავისი ცხოვრება სწორედ მათ ებრძოდა.„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს თამაზაშვილი.კითხვაზე, თუ რამდენად არის ღარიბაშვილის უსაფრთხოება დაცული, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო ამ ეტაპისთვის არაფერი მომისმენია. შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში და ვფიქრობ, ძალიან მკაფიო და ნათელია. ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, თუ რამე ექნება თავისი პოზიცია და ვფიქრობ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი ღირსეული პასუხი ექნება“, - აცხადებს თამაზაშვილი.კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ღარიბაშვილი დაანონსებული ბრძოლის გაგრძელებას, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ყოფილი პრემიერი ამაში „საკუთარი თავის და ოჯახის დაცვას“ გულისხმობდა.კითხვაზე, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან, ან გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ფლობს თუ არა ღარიბაშვილი რაიმე სახის ინფორმაციას, ადვოკატი ასე პასუხობს:„არ გვისაუბრია ამ საკითხებზე და ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს“, - აცხადებს თამაზაშვილი.

ვეტერანი მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა

90 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი, რომელსაც ამ სახეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი – ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.„შოთა მირიანაშვილი იყო გამორჩეული ქართველი მთამსვლელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მთამსვლელობის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი განუზომელი ღვაწლი, თავდადება და პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელი წვლილია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და მისი სახელი ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული მთამსვლელობის ისტორიაში“, – წერია მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში.შოთა მირიანაშვილი 1936 წლის 2 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაიბადა. იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი და შემდეგ საპატიო პრეზიდენტი.იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-70-იან წლებში საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი გახლდათ.განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები კავკასიონზე, პამირსა და ტიანშანზე. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას ხელმძღვანელობდა.საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ.

ირაკლი ღარიბაშვილი – რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? – რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის...

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის პირად „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს."12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“,-წერს ღარიბაშვილი.

ბოლო სიახლეები