ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026

ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯაბა დვალს კარიერის განმავლობაში უამრავი ქართული გუნდის, მათ შორის “ზესტაფონისა” და თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა.

დვალი “ზესტაფონის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2011, 2012) და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული (2008), ასევე ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

tiflisnews-სი მწუხარებას გამოთქვამს ჯაბა დვალის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა

დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება.„2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად  დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, აღნიშნული სტატუსის მქონე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც მერიაში, ისე გამგეობაში.„ოჯახს, უსახლკაროს სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით, მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგ, მათთან ხელშეკრულება ფორმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, ის არ უნდა არსებობდეს, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა

პარტიების აკრძალვის თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და არც არასდროს მივიღებთ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტიები ანტიკონსტიტუციურები არიან, ისინი არ უნდა არსებობდნენ.„საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რომ განსაჯოს. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. საკონსტიტუციო სარჩელის უკან დგას არა „ქართული ოცნება“, არამედ მილიონ 120 ადამიანი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს? ეს ვინმეს აზრია? – კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, მისი არსებობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ხომ მიზანშეუწონელია, რომ ფაშისტური და ძალადობრივი პარტია არსებობდეს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა.სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.BSCEE-ის თავმჯდომარის პოზიციას ნათია თურნავა ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალ წელს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას მესამედ უმასპინძლებს, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მეტყველებს.ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის – ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების – 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ – 2018 და 2022 წლებში იკავებდა.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაკეში, ფეხბურთის სტადიონის მახლობლად ცხოვრება ზოგჯერ მხოლოდ სპორტულ ობიექტთან მეზობლობას არ ნიშნავს. ოფიციალური მატჩების დღეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებები წარმატებას აღწევენ, მთელი...

,,ვაკეში, ფეხბურთის სტადიონის მახლობლად ცხოვრება ზოგჯერ მხოლოდ სპორტულ ობიექტთან მეზობლობას არ ნიშნავს. დროდადრო, ოფიციალური მატჩების დროს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართული ნაკრებები წარმატებას აღწევენ, მთელი უბანი განსაკუთრებული სიხარულითა და მღელვარებით ივსება. გულშემატკივართა შეძახილები, ქუჩებში ადამიანების ზეიმი და ის განუმეორებელი ენერგია, რომელიც ჰაერში ტრიალებს, მხოლოდ სპორტის გამოხატულება არ არის; ეს არის ერის სიამაყის, ერთიანობისა და იმედის ანარეკლი. ჩვენც, ამ სიხარულისა და ენთუზიაზმის მეზობლად, უნებლიეთ ვხდებით ამ ემოციების თანამონაწილენი. ეს არის განსაკუთრებული განცდა, რომელიც არა მხოლოდ მატჩის შედეგით, არამედ იმ ბედნიერებით, სიხარულითა და აღტაცებით არის გამოწვეული, რომელსაც ჩვენი ქართველი მეგობრები და მეზობლები თავიანთი ეროვნული წარმატებების აღნიშვნისას განიცდიან. ალბათ, მეგობარ ქვეყანაში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე სწორედ ის არის, რომ მის ხალხთან ერთად მათი სიხარული გაიზიარო და ის საკუთარ სიხარულადაც აღიქვა. ძვირფას ქართველ ხალხს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, წინსვლასა და კიდევ ბევრ საამაყო დღეს''--წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი  

ბოლო სიახლეები