ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ტრამპს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან შეხვედრა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის შეხვდებოდა.

„როგორც ჩანს, აიათოლასთან ყველაფერი კარგად მიდის. მასთან შეხვედრას ვისურვებდი. შესაძლოა, ოდესმე მას შევხვდე“, – თქვა ტრამპმა ერთ-ერთი პოდკასტის დროს.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულია აგრეთვე უზენაესი ლიდერი. ტრამპის თქმით, საბოლოო ჯამში, ირანის უზენაესი ლიდერი იწონებს ან უარყოფს შეთანხმების ცალკეულ ასპექტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.

„ირანი უკვე დათანხმდა, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შესაძლოა, მათ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს დიდი მიღწევაა უკვე“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველ შვილის დედა გახდა . სასიხარულო სიახლის შესახებ   ჟურნალისტი ანა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე ტაბატაძე გენერალურ პროკურორს: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ეფექტურია, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი

გენერალურ პროკურორს პარლამენტში უსმენენ. გიორგი გვარაკიძე ანგარიშს რამდენიმე წუთში პლენარულ სხდომაზე წარადგენს, მანამდე კი გენპროკურორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმყოფებოდა.ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფულის გათეთრებას, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს, ქალთა მიმართ ძალადობას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს."ცხადია, რომ დღეს პროკურატურის საქმიანობა და მუშაობა არის ძალიან ეფექტური. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ორგანიზებულ დანაშაულთან: ისეთთან, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. აწუხებს საზოგადოებას ეს სენი, რაც არის ქურდული სამყარო. ეს საქართველოში აღარ უნდა ვრცელდებოდეს.ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა ძალიან ეფექტური, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი", - აცხადებს ტაბატაძე.

ლევან ბეჟაშვილი: „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული საუბრებია, ღირს თუ არა ისეთ „ალიანსში“ ყოფნა, რომელიც პატივს არ სცემს პოლიტპატიმრებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14-წლიან ბრძოლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიაში რეფორმების საკითხი დასრულდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.„ვიმეორებ, „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება. 14-წლიან ოპოზიციაში ყოფნის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენინე ეტაპად შემოვიდნენ ახალი სახეები. დღევანდელი ლიდერების უმრავლესობა, სწორედ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული: ლაშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, მარიამ დოლიძე, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე. ეს ის ადამიანებია, ვინც პარტიას ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდნენ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდებმა პარტიულ საქმიანობაში უნდა დაიკავონ მნიშვნელოვანი პოზიციები. ყველაფერი საბოლოოდ ყრილობის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, მათი რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება.„ანი წითლიძემ ერთ-ერთ გადაცემაში არც უარყო და არც დაადასტურა მისი კანდიდატად მონაწილეობა , ბუნებრივია, კანდიდატების რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ იქნებიან დარეგისტრირებული, ალბათ, ამის გათვალისწინებით შეიძლება, 3, 4 და 5 კანდიდატურაც კი დარეგისტრირდეს. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადდება და საარჩევნო წესი დამტკიცდება, კანდიდატებს რეგისტრაციის საშუალება ექნებათ. მე პირადად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნანუკას კანდიდატურას მხარს უჭერს, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება

"ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ", - ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.მისი თქმით, "აზერბაიჯანის რკინიგზაში" ბილეთები როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში იყიდება:„ADY-ში 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედი დინამიკური ფასების პოლიტიკის თანახმად, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფრო ხელსაყრელი ფასებით, თუ ბილეთებს 25-30 დღით ადრე შეიძენენ. ეს მგზავრებს უადვილებს მგზავრობის დაგეგმვას, ხოლო ADY-ს საშუალებას აძლევს დროულად განსაზღვროს მოთხოვნა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მაგალითად, დანიშნოს დამატებითი რეისები ან მატარებელს მიუერთოს დამატებითი ვაგონები.ბილეთების გაყიდვა მოიცავს 30-დღიან პერიოდს - ყოველდღიურად იყიდება ბილეთები მომდევნო 30-ე დღისთვის. მანამდე სალაროებსა და ონლაინ სისტემაში გაყიდვის პროცესი 00:30 საათის შემდეგ აქტიურდებოდა. სისტემის გადატვირთულობის გათვალისწინებით, ამ დროიდან ბილეთები ყოველი მომდევნო 30-ე დღისთვის სისტემაში უკვე სხვადასხვა დროს აისახება“.მან აღნიშნა, რომ ამჟამად ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ ბილეთები მალევე იყიდება: „ამიტომ ჩვენს მგზავრებს ვურჩევთ, მუდმივად შეამოწმონ ბილეთები მგზავრობის თარიღის შესაბამისად.მგზავრთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 11 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის მატარებლებს დაემატა ვაგონები და შესაბამისად გაიყიდა ახალი ბილეთები.ამჟამად აზერბაიჯანიდან საქართველოში რეისებზე მომდევნო 30-დღიანი პერიოდისთვის ბილეთების უმეტესობა, ისევე როგორც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული რეისები (მათ შორის დამატებით გაყიდვაში გამოსული ყველა ბილეთი), უკვე გაყიდულია.არსებული წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის სახმელეთო გზით დატოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, აზერბაიჯანში შესვლა დაშვებულია მხოლოდ თვითმფრინავითა და მატარებლით, რაც იწვევს მაღალ მოთხოვნას საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მატარებლის რეისებზე. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ვგეგმავთ ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში“.

ილჰამ ალიევი – გულდასაწყვეტია, რომ დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრე, ასევე ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ცდილობენ ანტიისლამური განწყობების დანერგვას

გულდასაწყვეტია, რომ დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრე, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ევროკავშირის პარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ცდილობენ ანტიისლამური განწყობების დანერგვას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტკიცებით, აღნიშნული წრეები ისლამს ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან აიგივებენ, ქმნიან ისლამის შესახებ ცრურწმენებით აღსავსე იმიჯს და წარმოაჩენენ მას საფრთხის წყაროდ.ალიევის თქმით, დღეს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მუსლიმების მიმართ სიძულვილის დათესვა, ისლამური კულტურულ მემკვიდრეობაზე თავდასხმა და ისლამური ღირებულებების შეურაცხყოფა.„ჩვენს მიწებზე ისლამური კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ, ისლამოფობიის აშკარა გამოვლინებაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ბოლო სიახლეები