თენგიზ ცერცვაძე: არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი – ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია
მე ვერ გეტყვით, რომ „ომიკრონი“ უფრო საშიშია. არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი – ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რამდენიმე კვირა არის საჭირო იმის დასადგენად თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, მოქმედებს თუ არა მასზე არსებული ვაქცინები და მედიკამენტები, იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას.
„წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონი“ ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“. სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე „დელტა“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავენ ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ ახალ შტამში მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში – მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე“, – განაცხდა ცერცვაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ მედიკამენტების მხრივ არსებობს რისკი, რომ „ომიკრონთან“ ბრძოლაში მონოკლონური ანტისხეულები ნაკლებად ეფექტიანი იქნება, რადგან ეს პრეპარატი სპაიკ-ცილების გასანეიტრალებლად არის მიმართული, რომლებშიც ფიქსირდება მუტაციები. თუმცა სხვა მედიკამენტები, რომლებიც განსხვავებული მექანიზმებით იწვევენ ვირუსის გამრავლების შეწყვეტას, თითქმის 100%-იანი გარანტიით ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც „დელტა“ შტამის მკურნალობისას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...
რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა, რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? – იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის – მეუფე შიო
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ტაძრებში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და,...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას...
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...