ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე – რა პირობას უყენებს ოპოზიციას ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის შეცვლისთვის
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება აღარ გააჩნია და თუ რაიმე ცვლილება იქნება განხორციელებული, ეს მხოლოდ მათი კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, კერძოდ კი საარჩევნო ბარიერის შემცირებისთვის ოპოზიციას ერთგვარი პირობა წაუყენა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის ქმედებებზე და მათი მხრიდან პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
“საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე თუ რაიმე ცვლილება იქნება მიღებული, იქნება მიღებული ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე.
მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიული სისტემის განვითარების ინტერესი, დარჩება 5%, ამოქმედდება 2% თუ გადაწყდება 3%-იანი – ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, თუ რა ჩაითვლება მიზანშეწონილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამ მოკლევადიანი პერსპექტივისთვის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე და ამ სუბიექტებში, პირველ რიგში იგულისხმება ოპოზიციური პარტიები. განსაკუთებით საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც დღეს კვლავ ხელს უწყობენ პოლარიზაციას პარლამენტს გარეთ თუ შიგნით. როდესაც გვესმის პოლარიზაციის ხელშემწყობი საუბარი და ვხედავთ პოლარიზაციის ხელშემწყობ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია ასეთი ინიციატივის განხილვაზე და რატომ – თავისთავად შემცირებული ბარიერი არის ხელშემწყობი ფაქტორი ნაკლები სტაბილურობისთვის, თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...