ირაკლი კობახიძე – ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ერიკა ოლსონის პირველი ვიზიტია საქართველოში და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა.
„გვქონდა შეხვედრა ერიკა ოლსონთან, რომელიც ახალი დანიშნულია თავის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა. ეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების შემდგომ განვითარებულ კონკრეტულ პროცესებზე, ასევე გვქონდა საუბარი სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს. ეს იყო ორი ძირითადი თემა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე შევეხეთ.
ეს არის ერიკა ოლსონის პირველი ვიზიტი რეგიონში. ის ასევე ესტუმრა სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და მისი ამოცანა იყო იმ ვითარების მიმოხილვა, რომელიც რეგიონშია შექმნილი. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქვეყანაში მას ჰქონდა საუბარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ასევე რეგიონში არსებულ საერთო ვითარებაზე. ეს იყო მისი ვიზიტის შინაარსი. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და რომ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ეს არის ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...