ირაკლი ღარიბაშვილი – ახლა გვაქვს მშვიდობიანი განვითარების სამწლიანი პერიოდი, მოვუწოდებ მათ შორის ოპოზიციასაც, ეს გავაცნობიეროთ, მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის

Read Time:45 Second

ახლა გვაქვს მშვიდობიანი განვითარების სამწლიანი პერიოდი, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ, მთავრობა მზად არის კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები.

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი. ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ საკუთარი პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ
Next post ირაკლი კობახიძე – ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს