პარლამენტი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადას ზრდის
მოსარჩელის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადა იზრდება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მოგებული საქმის შესაბამისად, ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შედის და კოდექსის 199-ე მუხლი ახლებურად ყალიბდება.
კერძოდ, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვისმოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
ინიცირებული კანონპროექტი დავის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, თავად განსაზღვროს ვადა გონივრული დროით, რაც სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას შეესაბამება. ამასთან, განისაზღვრა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადად 5 დღე, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იყო რეგულირებული და არ იძლეოდა უფლების დაცვის გარანტიას.
„ჩვენ, ეს კანონპროექტი გადავუგზავნეთ მთავრობას, ასევე სხვა უწყებებსაც. ყველა მოსაზრება გავითვალისწინეთ და საბოლოოდ ეს რედაქციააშემოთავაზებულია, სადაც ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაკონკრეტდა ვადა“,-განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
შეგახსენებთ, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მიიჩნევდა, რომ 7 დღიან ვადა იყო არაგონივრულად მცირე, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტია დიდი ოდენობის თანხის მობილიზებას გულისხმობს, რისთვისაც ობიექტურად საჭიროა 7 დღეზე მეტი დრო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის...
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო სვანეთში. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის...
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...