გიორგი ბარამიძე – ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს
ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, მიზანშეწონილი იყო თუ არა ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, ბარამიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ახსოვს, თუმცა ეს მათ არ აკომპლექსებს.
„ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა თავის დროზე 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანგრევს და მიზანმიმართულად უკან-უკან წევს. ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს. ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, პირიქით, კარგად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, უნდა გავაანალიზოთ, შეცდომები ვაღიაროთ, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო პრეზიდენტ სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. ჩვენ არ უნდა დავემალოთ ჩვენ ისტორიას, მათ შორის იმას, რაც არ არის სასიამოვნო. იყო ძალიან სამწუხარო, რომ იმ ძალის და ისე გამოყენება დასჭირდა ხელისუფლებას როგორც ეს გააკეთა, მაშინ პირადად აიღო სააკაშვილმა პასუხისმგებლობა.
ნებისმიერი სხვა თარიღი შეიძლება იყოს, მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამისი. რასაც დააზუსტებენ ჩვენი კოლეგები, თუ ვიღაცას დისკომფორტი ექნება ამასთან დაკავშირებით, მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...