ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი, ვისაც პარტიულ მუშაობაში მონაწილეობა უნდა, ეს მათი არჩევანია
ერთი პოლიციელი, რომელიც არის ახალაიას უახლოესი მეგობარი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ამ ადამიანმა ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე და დატოვა რაღაც, ვითომ, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა, დაეტოვებინა თანამდებობა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სამეგრელო – ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი და ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში მონაწილეობა, ეს მათი არჩევანია.
„ერთი მინდა ვთქვა, მე სრულ პატივისცემას, თანადგომას და გვერდში დგომას ვუდასტურებ ყველა პოლიციელს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, ყველა ჯარისკაცს. პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს, საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი და ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში და პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ეს მათი არჩევანია. ყოველთვის მითქვამს ღიად, რომ მათ უნდა აირჩიონ გზა და ასეც მოხდა გუშინ. აქ არავითარი სენსაციური არ არის, რეალურად ერთმა პოლიციელმა კი არა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა კაცმა ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას, მორჩა, სხვა არაფერი. რაც შეეხება დაკავებას, ამის თაობაზე გუშინაც გაკეთდა კომენტარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. პოლიციას უამრავი ინფორმაცია აქვს. თუ მათ ადამიანის მიერ შესაძლო კანონდარღვევაზე ინფორმაცია მიიღეს და რეაგირება მოახდინეს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, არავითარი გასარკვევი და გამოსაძიებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია“, – აღნიშნა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...