ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახეა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია

Read Time:43 Second

დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახეა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფოთში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

„დავასრულეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში , 7 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. ფოთში პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული  არჩევნების მეორე ტურისთვის. 30 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ამაში დარწმუნებული ვართ. ფოთში პირველი ტურის შედეგებიც იყო სათანადო, 47 % მიიღო ჩვენმა კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ, შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს  დიდი სხვაობით გამარჯვებისთვის და ეს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახე, რასაც ქვია ნაცმოძრაობა და დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ლილუაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი, ვისაც პარტიულ მუშაობაში მონაწილეობა უნდა, ეს მათი არჩევანია