კახა კალაძე – გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული
ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„ვერანაირი პოლიტიკური პერფომანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ვერანაირი პოლიტიკური პერფომანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებულ პრობლემებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს, პასუხი გაეცეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან სასაცილო იყო, ადამიანი გამოვიდა და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობებზეო მაშინ, როდესაც საკრებულოში უმრავლესობით არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი და მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს ქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ არ იყო გიორგი გახარიას გუნდი გუშინ წარდგენილ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გუშინ წარდგენილი კოალიცია არის დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“.
„ვერ გეტყვით. გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“, დაშლილი და შეერთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...