რატი ბრეგაძე: „პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შეასრულოს ყველა ის
რეკომენდაცია, რომლებსაც ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი
ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის
მონიტორინგის ფარგლებში გასცემს. როგორც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის
უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან
შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო მზადაა, რეკომენდაციების შესრულება
ხვალიდანვე კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყოს.
„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და,
ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში რეკომენდაციები იქნება შესრულებული. პატიმრის
თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია
კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ამ ეტაპზე თავად ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის
უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების
გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა, გამოთქვა მზადყოფნა მათი სრულყოფილად
შესრულებისთვის.
მინისტრმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და საზოგადოებას ჰქონდეს
ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია.
„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია,
ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს
უზრუნველყოფილი. ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც
ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს
მოგვცემს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...