კახა კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?

Read Time:28 Second

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის; მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები; მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ არსებული კორპუსიდან 40-მდე ოჯახი გაიყვანეს
Next post რატი ბრეგაძე: „პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის  სრული დაცვით შესრულდება“