ნათია თურნავა: საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედება ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გასატანი პროდუქციის ასორტიმენტს გაზრდის
ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება მკვეთრად გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, ფოლადის ნაწარმს, ქაღალდსა და მუყაოს და სხვ. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს ინვესტიციებს თურქეთიდან, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმების ოფიციალურ ამოქმედებაზე. მისი თქმით, შეთანხმება შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თურქულ ნედლეულზე მუშაობენ და აქამდე არ ჰქონდათ ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტის განხორციელების უფლება.
შეთანხმება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 2021 წლის 15 ოქტომბერს ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტი. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...