Politico: სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით ხალხისთვის სტიმულის მისაცემად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესში ამომრჩევლები
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით, ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ბევრნი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული გამოცემა Politico-ს სტატიაში, რომლის სათაურია – „საქართველოს გზა ევროპისკენ: კონსენსუსის შენება უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.
სტატიაში საუბარია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. პუბლიკაციის ავტორი ვლად ოლტეანუ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ზოგადი პრინციპის თანახმად, არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები. „რა თქმა უნდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით, ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ბევრნი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ისაა, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში ამომრჩევლები. ეს იყო პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი დააკავეს იმავე დღეს და მას საბოლოოდ მისჯილი აქვს 6 წელი კორუფციისა და გაფლანგვისთვის. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
BBC აღნიშნავს, რომ ის საქართველოს დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობდა. 2015 წელს როცა უკრაინაში ოდესის რეგიონის გუბერნატორი გახდა, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. სამი წლის შემდეგ ქართულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. წარსულში დაბრუნებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოებაში“, – ნათქვამია სტატიაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...