საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლუიშ კაპულას სანტოს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლისაბონში შეხვედრებს განაგრძობს. ქართველი კანონმდებლები პორტუგალიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუიშ კაპულას სანტოს და კომიტეტის წევრებს პაულო მონიზს, ფაბიოლა კარდოსოს და პაოლო პისკუს შეხვდნენ, რომლებიც პორტუგალიის პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების გეგმებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე და ხაზი გაესვა „ასოცირებული სამეულის“ საერთო ევროპულ მისწრაფებებს.
თავის მხრივ, ლუიშ კაპულას სანტო და კომიტეტის წევრები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. პორტუგალიელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ პროცესის მიმართ მათი ცალსახა მხარდაჭერა გამოხატეს.
შეხვედრისას, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა. ყურადღება გამახვილდა, როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების, ბიზნეს კავშირებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ასევე, პორტუგალიელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურეს.
პორტუგალიაში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე იმყოფებიან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...