რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ისრაელში ვიზიტს აგრძელებს. დღის ბოლოს რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ომერ ბარლევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, ციხეებში კოვიდ-19 ის გავრცელების წარმატებული პრევენცია, არასრულწლოვნთა რეფერირების ცენტრები – ეს საკითხები განიხილა რატი ბრეგაძემ ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრაზე.
რატი ბრეგაძემ უწყების სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც მცირე ზომის დაწესებულებების აშენებას, პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომის განმტკიცებასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს ეხება. შეხვედრაზე ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.
რატი ბრეგაძე დილიდან შეხვედრებს მართავს ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა მას ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან ჰქონდა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
მოგვიანებით რატი ბრეგაძეს ისრაელის შს მინისტრმა აიალეტ შაკედმა უმასპინძლა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისიც დაათვალიერებინა.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ესწრება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...