დავით ოქიტაშვილი: პირველად ვყვები ახლა ამ ისტორიას, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 12 წლის იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თუ არ გაჩუმდები შენ შვილს გავაუპატიურებთ და სახლთან დაგიგდებთო

Read Time:1 Minute, 2 Second

მინდა საზოგადოებას, ჩემს ოჯახსა და პირველ რიგში ჩემ შვილებს მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩემმა ქალიშვილებმა თქვენი გადაცემის ანონსიდან შეიტყვეს ეს ამბავი. პირველად ვყვები ახლა ამ ისტორიას, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 12 წლის იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თუ არ გაჩუმდები შენ შვილს გავაუპატიურებთ და სახლთან დაგიგდებთო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მეუღლესთან არ თქვა ამის შესახებ არაფერი, რომ არ შეშინებოდა და ბავშვების ფსიქიკა არ შერყეულიყო.

მისივე თქმით, მისმა ოჯახმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჯოჯოხეთი გაიარა.

„ 23:00 საათი იყო, სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში და ოთხმა ადამიანმა შემათრია ავტოფარეხში. მცემეს, გავითიშე და მერე საერთოდ მიხურეს კარი. გადამარჩინა იმან, რომ ჩემი მეზობელი ამ პერიოდში ასეირნებდა ძაღლს და ნახა, რომ მანქანის ფარები ანთებული მქონდა დარჩენილი და მანქანა ავტოფარეხში არ მყავდა შეყვანილი. შემთხვევით გამოაღო ავტოფარეხის კარი და მიპოვა იქ უგონო მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მერე ჩემს მეუღლესთან ერთად წამიყვანეს საავადმყოფოში და ორი თვე საერთოდ არ მახსოვს როგორ ვიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი იზოლაციაში სახლში. ჩვენზე ხორციელდებოდა თვალთვალი, ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ სახლიდან გასულს უკან დასდევდნენ. არ არის ადვილი ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ ამ ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე მეზრდება შვილიშვილი, თქვენ შვილები, ბავშვებს ვზრდით ყველანი და არ მინდა იმ საქართველოში იცხოვრონ, რომელ საქართველოშიც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლების გამო შვილების მიმართ“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
Next post დავით ოქიტაშვილი: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც მათ ზურაბ ჟვანია მოკლეს