იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე
საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც
ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით
გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი,
პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს
და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.
კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ
200- მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის
შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს,
გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც
განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის
დაცული.
ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული
თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი
მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც იუსტიციის
სახლებში გაიცემა.
დღესვე, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც
გაიხსნა. პრობაციონერთა ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
ჩხოროწყუს მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები სამეგრელოს რეგიონში
ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და
ხობში ფუნქციონირებს.
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ზუგდიდის იუსტიციის
სახლსაც ესტუმრება. იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს სამინისტროს 10-
წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს
გააცნობს.
ზუგდიდშივე, იუსტიციის სახლში, რატი ბრეგაძე მუნიციპალიტეტის მერთან
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტი, ზუგდიდის
მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში პრობაციონერთა
დასაქმებას ითვალისწინებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...