ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე ომბუდსმენის აპარატის შეფასებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.
„ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ სამწუხაროდ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.
ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს პირველ შეფასებას აძლევს ომბუდსმენის აპარატი. გამოძიების დასრულებამდე სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდება მისთვის შემაშფოთებელია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...
რიმა ბერაძე: საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ
„რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის...