ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

Read Time:41 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე ომბუდსმენის აპარატის შეფასებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

„ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ სამწუხაროდ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს პირველ შეფასებას აძლევს ომბუდსმენის აპარატი. გამოძიების დასრულებამდე სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდება მისთვის შემაშფოთებელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის შეხვედრა საკაურას ხეობის მოსახლეობასთან
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია