ლევან დავითაშვილი – ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების” ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის საირიგაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
„ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ იმისთვის, რომ განისაზღვროს სად უფრო პრიორიტეტულია პროექტის განხორციელება და თქვენთან ერთად, თქვენი გადაწყვეტილებით შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. უკვე მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ზედარუს რეაბილიტაციის 21 მილიონიანი მნიშვნელოვანი პროექტი. ზედარუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე აქტიურად დატვირთული სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების კუთხით და იმ სოფლების გასარწყავიანებისთვის, რომელსაც უჭირდათ სარწყავი წყალი. ჩვენ დავიწყეთ აღდგენა და ფაქტიურად დასრულებულია რუისის სატუმბი სადგური, ასევე დაწყებულია ქარელის საირიგაციო სისტემების აღგენა, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგძელდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა გულისხმობს როგორც ფერმერთა ინიციატივებისა და შესაძლებლობების მხარდაჭრას, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტის თანადაფინანსებას.
„ძალიან მალე ქარელში იქნება კიდევ უფრო მეტი გადამმუშავებელი საწარმო, კიდევ უფრო მეტი შემნახველი მეურეობა და სამაცივრე მეურნეობა იმისთვის, რომ თითოული კილოგრამი პროდუქტი მაღალ ფასში დაბინავდეს და ჩვენმა ფერმერებმა, ჩვენმა გლეხებმა მიიღონ თავისი შრომის შესაბამისი ანაზღურება. უკვე გვაქვს წარმატების მაგალითები; ქარელში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საერთასორისო ბაზრებზე გადის თუმცა, ჩვენ გვინდა მეტი ასეთი წარმოება იმისთვის, რომ სრულად გამოვიყენოდ ის ეკონომიკური შესაძლებლობები რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიზნებს მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...